მამია ალასანია სამხედრო პატივით ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია სამხედრო პატივით ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

უშიშროების პოლკოვნიკის დაკრძალვას ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრო. მანამდე კი მამია ალასანიას და აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული სხვა 24 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 17 ოქტომბერს, გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ, კი გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს ხმაურიანი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – თუ კონკრეტულ კანდიდატებთან შეხვედრაზე ხალხი არ გამოდის, ეს “ქართული ოცნების” და ჩემი პრობლემა არ არის