„მამაომ, რომ დაარტყა? ვერაფერს გეტყვი ძმაო“-ბერი ნიკოლოზის მრევლი სასულიერო პირსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს

გამრეკელის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ერთმანეთს სამართალდამცველები და ბერი ნიკოლოზი, მრევლთან ერთად დაუპირისპირდნენ, დღეს სასულიერო პირის მხარდამჭერები აფასებენ. მრევლში ამბობენ, რომ პროცესი პატრულის მხრიდან იყო პროვოცირებული.

„წმინდანი ხარ და შენ მრევლზე ზეწოლა არის. შემ მრევლს ურტყამენ ხო? ანუ ეგ იგივე მომენტია რომ ჩვენი მამა არის. მამამ რომ დაინახოს შვილს ურტყამენ ხელს გაანძრევს. ანალოგიურია. გაჩერებული იყო მამაო არაფერი არ უთქვამს. ბოლოს და ბოლოს ადგა ხო და ღმერთმა დაიფაროს ის ადამიანი, ვინც მამაოზე დაწერს რომ მამაოზე იჩივლოს იმიტომ რომ ვერც მისი მოდგმა და ვერცმისი ოჯახი ვერასოდეს ვერ გაიხარებს,“-აცხადებს ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრი.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებს ის მამაოს მხრიდან პატრულის თანამშრომლებზე ძალადობას. ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრი აცხადებს, რომ უფრო უარესი უნდა მომხდარიყო.

„მამაომ რომ დაარტყა ხელი ხო? ვერაფერს ვერ გეტყვი ძმაო დასარტყმელი კი არა უფრო უარესი იყო მანდ,“-განაცხადა მრევლის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი და მისი მრევლი, სამართალდამცაველებს გუშინ ღამით დაუპირისპირდნენ, რომლებიც იმ სახლთან იყვნენ მობილიზებული, სადაც სასულიერო პირი ბოლო თვეებში ცხოვრობდა.

პატრულის თანამშრომლებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავად მდუმარებაში მყოფმა სასულიერო პირმაც. მანამდე კი მან საკუთარი მანქანით სამართალდამცველთა კორდონის გარღვევაც სცადა.

banner
წინა სტატიაშიერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშსს-მ ბერი ნიკოლოზის მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიმართ განხროციელებული ძალდობის ფაქტის შესწავლა