მამა შიოს თაღლითური სქემა

ათანელიშვილების ოჯახი შავნაბადის მონასტრის მამაოს თაღლითობაში ადანაშაულებს. საქმე უკავშირდება მათ კუთვნის სახლს, რომელიც მამა შიოს თხოვნით და ერთ-ერთი ბერის შუამავლობით ბანკში ჩადეს. რამდენიმე წლის განმავლობაში მონასტერი გადასახადს იხდიდა, თუმცა დღეს მამაო პასუხისმგებლობას აღარ იღებს.

დაზარალებულები საპატრიარქოს მიმართავენ, ისინი სასულიერო პირის სასამართლოში მისვლას და აღიარებას ითხოვენ, რადგან შესაძლოა ბანკმა მათი სახლი საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წაიღოს.

ტელეიმედი შავნაბადის მონასტერშიც იმყოფებოდა და გაარკვია, რომ მამა შიო მონასტერში აღარ მსახურობს.

 

https://youtu.be/hYiUWrQILGM

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე: მივდივარ საჭყონდიდლოში ტელევიზიას ვაბარებ ღმერთს”
შემდეგი სტატიაკონსტიტუცია არ უნდა იწერებოდეს კაბინეტებში- პრეზიდენტი(ვიდეო)