მამა გიორგის პირველი ჩვენება 33-გვერდიანი იყო და გაუგებარია, დამატებით რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას- ადვოკატი

„დასვან რამდენი კითხვაც უნდათ, მაგრამ ერთხელ უკვე მამა გიორგიმ ყველა კითხვაზე გასცა ამომწურავი პასუხი. დანარჩენი საზოგადოებრივი, ცხოვრებისეული თუ ექნებათ, დასვან და ვისაუბრებთ“, – აცხადებს დაკავებული დეკანოზის ადვოკატი. გიორგი ფანცუალაიას თქმით, პირველი ჩვენება 33-გვერდიანი იყო და გაუგებარია, დამატებით რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას. რაც შეეხება დეკანოზის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღს, ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მოწმე ირაკლი მამალაძე თავისი მეგობრების მოწმედ დაყენებას აპირებს, რომ იარაღი მისი არ არის, რასაც დაკავებული დეკანოზი ამტკიცებს.

„რაც მის საქმესთან შემხებლობაში იქნება, გასცემს პასუხებს. პროკურატურის ამოცანა თუ ის იქნება, რომ 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულები მამა გიორგის დახმარებით გახსნან, ის ფიზიკურად ვერ უპასუხებს“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

banner
წინა სტატიაში”სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო”- რამიშვილი
შემდეგი სტატიაპროკურატურის ინფორმაციით, გერმანიაში გამგზავრების წინ მამა გიორგი მამალაძემ ბათუმში, ბანკიდან 30 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო