მამა გიორგი: სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი შეგნებულად იყო გაჩენილი

სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი შეგნებულად იყო გაჩენილი – ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი მატროსოვის ციხიდან კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მამა გიორგი მამალაძემ ადვოკატთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი ტაძარი ერთი წლის და 4 თვის წინ ძვირფასი ნივთებისა და ოქროს მოპარვის მიზნით, განგებ დაწვეს.

ხანძარი სამებაში პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობსა და დაკავებულ დეკანოზ შორის ურთიერთბრალდებების ახალი მიზეზი გახდა. ე.წ. ციანიდის საქმის ბოლო სხდომაზე პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნახანძრალის აღდგენისა და რემონტისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარის მითვისებას, ციხეში მყოფი მამა გიორგი ცდილობდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტს მასპინძლობს
შემდეგი სტატიაერდოღანის იდეა: ყველა განსასჯელს ერთნაირი ტანსაცმელი