მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.

გემის კაპიტანს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელმაც 3 850 ლარი შეადგინა.

მალტის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს ნაჩქარევი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმცირესობას მე-9 მოწვევის პარლამენტში დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს