მალტაში გამტაცებლებმა 65 მგზავრი გაანთავისუფლეს

ლიბიური თვითმფრინავის გამტაცებლებმა 65 მგზავი გაანთავისუფლეს – რამდენიმე წუთის წინ მალტას პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა განაცხადა. ადრე გავრცელდა, რომ პირველი განთავისუფლებული მგზავრები ქალები და ბავშვები იყვნენ.
სულ თვითმფრინავში 111 მგზავრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავის ლიბიელი გამტაცებლები, რომლებიც ახლა მალტის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებიან, ქალაქ ბენგაზიში ბოევიკებისათვის უსაფრთხო გასასვლელს ითხოვენ, რომელიც სამთავრობო არმიით არის გარშემორტყმული – Sky News Arabia-მ გაავრცელა.

სავარაუდოდ, ორივე გამტაცებელი ადრე ცნობილი დაჯგუფება “ალ-ფატეხ ალ-ჯადიდის” წევრია.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი გიორგი გასვიანი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო
შემდეგი სტატიაუკრაინა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოსაღებად მზად არის