მალხაზ მახარაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა

ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ, მალხაზ მახარაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უთხერს, რომ უწყებაში კიდევ დაიბარებენ. რაც შეეხება გამოკითხვის შინაარსს, აინტერსებდათ ნამდვილად გადაიტანეს თუ არა აბაშიძეების ოჯახისგან შეძენილი ნამუშევარი თურქეთში და აიღეს თუ არა თანხა. დღეს დილიდან კითხავდნენ კიდევ ერთ პირს, ზაჰირ ჰუსეინოვს, რომელმაც აბაშიძეების ოჯახიდან, მალხაზ მახარაძესთან ერთად შეიძინა ნახატი და არსებული ინფორმაციით, თურქეთში გაიტანა. თურქული მედიის ცნობით კი, ეს ნახატი ვან დეიკის ნამუშევარია და იგი 14 მილიონად არის შეფასებული. ჰუსეინოვისა და მახარაძის ინფორმაციით, მათ ნახატი ეკა აბაშიძისგან 37 ათას დოლარად შეისყიდეს, თუმცა 7 ათასი გადაიხადეს, ვალად კი აღიარებულია დარჩენილი 30 ათასი დოლარი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საფუძველზე, დაწყებულია მოკვლევა. მოკვლევის ფარგლებში, უკვე დაკითხეს ეკა აბაშიძე, რომელიც აცხადებს, რომ ნახატი მისი საკუთრებაა. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მოკვლევის შედეგად, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, ძიება დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
შემდეგი სტატია“მეც შეიძლება ამ ტრაგედიის მსხვერპლი გავმხდარიყავი”