მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს–ის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 2, 2018 19:16

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს–ის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს–ის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მაჩალიკაშვილმა „რუსთავი 2“–თან საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ რაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გამოცხადდა, სუს–მა მისი თვალთვალი დაიწყო.

„ ახმეტაში ტაქსიში ჩავჯექი, ვიდრე იყალთომდე მივიდოდით, ტაქსის მძღოლმა ორ–სამჯერ გააჩერა მანქანა, ჩამოვიდა, რადგან ტელეფონზე ურეკავდნენ. ტაქსის მძღოლმა თვითონ მითხრა, რაშია საქმე, ახმეტის პოლიციიდან მირეკავენ, მგზავრი ვინ არის პანკისიდან, სახელი და გვარი შეეკითხეო. 100%–ით იციან, რომ შენ მიმყავხარო. შიშით კი არ მეშინია მაგათი, მარტო, რომ ვარ, როგორც ჩაუდეს თემირლანს, მეშინია, რომ რაღაც არ ჩამიდონ ან „ლიმონკა“ იქნება ან იარაღი იქნება, რომ გამაჩერონ ან დამაკავონ. რაღაც იარაღი, ალბათ, უფრო დამაჯერებელი იქნება, მაგათი აზრით… მცდელობები არის ძალიან, ვიცი, ამას ვხედავ და ვხვდები ყველაფერს. როგორ კი აქციები დაიწყეს, მას შემდეგ ხდება ეს,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 2, 2018 19:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics