თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით ჩასვლა 4 საათში გახდება შესაძლებელი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელთან და მედიასაშუალებებთან ერთად, თბილისი-მახინჯაურის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დაათვალიერა.

მინისტრი მამუკა ბახტაძესთან და ჟუნალისტებთან ერთად თბილისდან ხარაგაულის რაიონის სოფელ მოლითში მატარებლით ჩავიდა.

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობასა და ჩვენს ქვეკონტრაქტორს იმისთვის, რომ დღეს მერვე გვირაბის მოდერნიზაციის ფარგლებში, პრაქტიკულად გავხსენით 1115 მეტრიანი გვირაბი, რომელზეც 12 მილიონზე მეტი დაიხარჯა. დასაქმებული იყო 300-ზე მეტი ადამიანი. მას მერე, რაც ჩქაროსნული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდეება, ჩვენი სარკინიგზო გამტარუნარიანობა, საწყისი 27 მილიონიდან – 48 მილიონამდე გაიზრდება. საბოლოო ჯამში, წელიწადში 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობამდე ავა, რაც ჩვენი ქვეყნის მთლიანი სატრანზიტო შემავსებელია და აგრეთვე ანაკლიის პორტის თანმდევი ინფრასტრუქტურაა”, – განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მთლიანად, მოდერნიზაციის პროექტი 260 მილიონ შვეიცარულ ფრანკზე მეტი დაჯდა.

“რკინიგზის მიერ გამოშვებული ევრობონდებითა და რკინიგზის შემავსებლებით ხდება პროქეტის განხორციელება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს პროექტი არ ფინანსდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი სრულად რკინიგზის შემოსავლებითაა დაფინანსებული”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტების განვითარებისთვის, ამიტომ მისი დასრულების ვადად 2019 წელია განსაზღვრული.

“დღეს დავასრულეთ მოდერნიზაციის ფარგლებში მერვე გვირაბის გაყვანა. პროექტი საქართველოს რკინიგზის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის მიზანია გავზარდოთ გამტარუნარიანობა ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტების განვითარებისთვის, ამიტომ მისი დასრულების ვადად 2019 წელია განსაზღვრული, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ანაკლიის პორტის მშენებლობის დამთავრებასთან.
ამ პროექტით თბილისიდან შავი ზღვისპირეთის მიმართულებით დროის შემცირებას შევძლებთ, კონკრეტულად ბათუმის შემთხვევაში დრო ერთი საათით შემცირდება”, – განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: შევძლებთ 21-ე საუკუნის გმირის სიცოცხლის და თავისუფლების დაცვას?
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.2447 ლარია