„მალე დიდი წმენდა დაიწყება!“ – ვის დაიბარებენ დაკითხვაზე

კულტურის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში აუდიტი შედის? 

„მალე დიდი წმენდა დაიწყება!“ – ვის დაიბარებენ დაკითხვაზე 

ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილი შვილთან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე. ამ დროისთვის მშენებარე სახლთან პოლიცია იმყოფება. თვითმხილველების თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული ყველა მუშა შენობის გარეთ გამოიყვანეს. მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება. ქავთარაძის ქუჩაზე მშენებარე შენობა 14 სართულიანია და ადგილობრივი მცხოვრებლები გასულ წელს მის მშენებლობას აპროტესტებდნენ. Read more: http://www.tzona.org/post/qavtaradzis-quchaze-mamakaci-shenobidan#ixzz3yuEAk1sV

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს იმის თაობაზე, რომ ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არა მარტო პარტია „ოცნების“ თავმჯდომარეობა, არამედ, პარტია და, ზოგადად, პოლიტიკაც დატოვა, აჟიოტაჟი ჯერჯერობით არ აუტეხიათ, თუმცა ამ ეტაპზე ღარიბაშვილის თემა, როგორც ჩანს, პოლიტიკური პიარისთვის აქტუალური აღარ არის, მაგრამ ალბათ, მოვა დრო და ყოფილი პემიერი ისევ გაახსენდებათ. ამის თქმის საფუძველს კი „თამერის“ კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იძლევა, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, უნდა ველოდოთ, რომ ღარიბაშვილისდროინდელი მთავრობის თითქმის ყველა გავლენიანი პირი, მინიმუმ, დაკითხვაზე იქნება დაბარებული.

 

„შეგიძლიათ, მარტო ჩემს ნათქვამს არ დაეყრდნოთ და თქვენს სხვა ინფორმატორებთანაც გადაამოწმოთ, მაგრამ თითქმის ათასი პროცენტით ვიცი, რომ ყველა სამინისტროსა და სხვა გავლენიან სახელმწიფო უწყებაში აუდიტი შედის. ზოგადად, ფინანსური შემოწმება ასეთ სამსახურებში ყოველ წელს ტარდება ხოლმე, წელს რაღაც განსაკუთრებული ხდება, ანუ მხედველობაში ის მაქვს, რომ ათჯერ მეტი მაკონტროლელების შესვლა იგეგმება უწყებებში,“ –უთხრა „თაიმერს“ ტრადიცულმა წყარომ, რომელმაც თავისი ნათქვამის მაგალითად კულტურის სამინისტრო მოიყვანა, ანუ როგორც ჩვენი ინკოგნიტო რესპოდენტი ამბობს, დიდი შემოწმებები და წმენდა სწორედ კულტურის სამინისტროდან დაიწყება და შემდეგ, ეს ყველაფერი სხვა უწყებებზეც გავრცელდება.

 

„თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ შემოდგომაზე გითხარით, რომ ნაახალწლევს კულტურის ახალი მინისტრი გვეყოლებოდა. შეიძლება, ცოტა ვადებში შევცდი, მაგრამ დამერწმუნეთ, ამ აუდიტის შემდეგ, მიშა გიორგაძე სამსახურს აუცილებლად დატოვებს. მგონი, ისიც პირველად „თაიმერმა“ დაწერა და ბოლო დროს სხვა მედიასაშუალებებშიც აქტიურად ითქვა, რომ კულტურის მინისტრი შეიძლება, დავით ოქიტაშვილი გახდეს. ზოგაგად, „ოქიტას“ ივანიშილთან კარგი და თბილი ურთიერთობა აქვს და ალბათ, ეს ხმებიც ამიტომ გავრცელდა, მაგრამ ახლა მნიშნელობა არ აქვს, გიორგაძის ვინ შეცვლის, მთავარია, შეიქმნება პრეცედენტი, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და ამით არჩევნების წინ გარკვეული მინიშნება გაკეთდება,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო და დასძენს, რომ აუდიტის დასახვედრად კულტურის სმაინისტროში საგანგებოდ ემზადებიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ აუდიტისთვის მთელ სართულს ცლიან და პროექტების მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელსაც მომღერალი ნეკა სეფისკვერაძე ხელმძღვანელობს, პირველ სართულზე, ნახევრად სარდაფში გადაჰყავთ.

berdiak

 

კულტურის სამინისტროზე საუბრის დროს ჩვენი წყარო ოპერის გახსნის თემასაც ეხება და ორაზროვნად კითხულობს, თუ როდის აქეთ გახდნენ მაგალითად, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ქალიშვილი და სიძე ისეთი საპატიო მოქალაქეები, რომ ოპერის გახსნაზე სპეციალური მოსაწვევით მიიწვიეს.

 

„მოკლედ რომ გითხრათ, მარტო კულტურაში კი არა, მთელ ქვეყანაში „დურდომია“. მაინცდამაინც დალაგებული და მშიდი სიტუაცია არც კოალიციაშია და არც კიდევ – პარტია „ქართულ ოცნებაში“. უკვე აშკარად ჩანს, რომ კახა კალაძე პარტიის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ჩემი ეჭვით, სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ „ოცნების“ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშილი წარადგინონ, თორემ ვიცე-პრემიერი აქამდეც პარტიაში იყო და ახალ თავმჯდომარეს რატომ ეძებენ? ცვლილებები რომ იქნება, ამას გუნდის წევრებიც ელოდებიან და იცით, როგორი განწყობა აქვთ? – აი, თუ გაუმართლებთ და ისევ დარჩებიან პოლიტიკურ არენაზე, ხომ კარგი, თუ არადა, ჯანდაბას, 4 წელი ხომ იგულავეს და იბაირამეს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ის „ბრძენი კაცი“ „გულაობას“ და „ბაირამობას“ არავის პატიობს. ამიტომაც მაქვს მოლოდინი, რომ რაც მოახლოვდება არჩევნები, სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბება და დაჭერით თუ არავის დაიჭერენ, ბევრს აწრუწუნებენ, ანუ დაკითხვაზე მაინც დაიბარებენ,“ – გამოთქვამს თავის მოსაზრებას „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც აღნიშნავს, რომ ვიღაცებმა მასზე ეჭვი მიიტანეს, რომ შესაძლოა, ჟურნალისტებს ინფრომაციას აწვდის და ამიტომ, მასთან ურთიერთობისას ფრთხილობენ.

 

„ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ ჩემთან ლაპარაკს ერიდებიან. რამდენჯერმე ეგეთი მომენტიც იყო, ოთახში რომ შევედი, აშკარად ცხარედ კამათობდნენ, მაგრამ უცებ ისეთი სახეები მიიღეს, თითქოს არაფერი ხდებოდა, რომ ვიკითხე, რა დაგემართათ-მეთქი, ერთი ვითომ მეხუმრა, რაღა შენთვის გვითქვამს და რაღა გაზეთში დაგვიწერიაო. ამ ხალხის სიფრთხილე არც მიკვირს, ხომ იცით, როგორი მძიმე ცხოვრებაა და არავის უნდა, რომ ვინმეს ზედმეტად თვალში მოხვდეს და ამის გამო პრობლემები შეექმნას,“ – აღნიშნავს ჩვენი წყარო.

 

„თაიმერის“ კითხვაზე, თვითონაც რატომ არ ფრთხილობს, წყარო ღიმილით ამბობს, რომ „მხედრიონმა“ ვერაფერი დააკლო.

 

„ამასაც თავი რომ დავანებოთ, ახლა სხვა დროა – მე თუ არ ვიტყვი, სოციალურ ქსელში ვინმე რამეს მაინც დაწერს და ყველა ყველაფერს მაინც გაიგებს, თან ხომ აკვირდებით, რაც მითქვამს, ყველაფერი ეტაპობრივად მართლდება. ახლაც, დამერწმუნეთ, სახელმწიფო უწყებებში, ფინანსნური დანაკლისის მიზეზით, დიდი წმენდა დაიწყება და ყველა უბედურება რამდენიმე ადამიანს „შეეტენება“. არჩევნების წინ განტევების ვაცის მოძებნას ყველა ხელისუფლება და პარტია იწყებს ხოლმე. წელსაც ასე იქნება, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ წლევანდელი არჩევნები შეიძება კორიდად იქცეს – ერთმანეთს ერთი გუნდის წევრებიც კი არ დაინდობენ. მე მითქვამს და მოვლენების განვითარებას შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ და ჩემი სიტყვები მერე გაიხსენოთ,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო ჩვენთან საუბრის დროს.

 

banner
წინა სტატიაში“ველოდები, რომ პრემიერი და პრეზიდენტი არჩევნების თარიღს, რაც შეიძლება მალე გადაწყვეტენ”
შემდეგი სტატიაკორპუსის მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა