მალალა იუსუფზაი გაეროს ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩია

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, პაკისტანელი უფლებადამცველი მალალა იუსუფზაი, რომელიც მუსლიმი გოგონებისთვის სწავლის უფლებისთვის იბრძვის, გაეროს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი გახდა. 19 წლის გოგონამ თანხმობა განაცხადა დანიშვნაზე და პირობა დადო, რომ გოგონების განათლებას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.
მალალა 11 წლის ასაკში გახდა ცნობილი, როცა გულ მაკას ფსევდონიმით “ბიბისისთვის” დღიურის წარმოება დაიწყო, სადაც თალიბების ცხოვრებას აღწერდა.

2012 წელს ექსტრემისტები მას თავს დაესხნენ, რომლის შედეგადაც მალალამ მძიმე ტრავმა მიიღო. ის სპეციალური ავიარეისით პაკისტანიდამ ბრიტანეთში გადაიყვანეს ოპერაციისთვის. გამოჯანმრთელების შემდეგ ის გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს.
გაეროს მშვიდობის სხვა ელჩები არიან ჯორჯ კლუნი, ლეონარდო დი კაპრიო და შარლიზ ტერონი.

banner
წინა სტატიაშიბერლინის სკოლამ მასწავლებელს ჯვრის ტარება აუკრძალა
შემდეგი სტატიადაკავებული დეკანოზის აღსარების ჩასაბარებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა რევაზ სიხარულიძე შევიდა