მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძე თბილისში ჩამოვიდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2016 22:14

მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძე თბილისში ჩამოვიდა

GORDADZEმალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძე თბილისში ჩამოვიდა. რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ქალბატონი კომენტარს არ აკეთებს.ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ბაბუცა გორდაძე დარეჯან კოხტაშვილთან ერთად 6 წლის წინ მალაიზიაში ნარკოტიკების შეტანის ბრალდებით დააკავეს. დარეჯან კოხტაშვილს აეროპორტში ბარგში სურათის ჩარჩოში 5 კილოგრამამდე ამფეტამინის შემცველი აბები აღმოუჩინეს.მალევე სამართალდამცავებმა კიდევ ერთ მოქალაქეს, ბაბუცა გორდაძეს მიაკვლიეს, რომელსაც კოხტაშვილის მსგავსად ასევე სურათის ჩარჩოში დამალული იგივე შემცველობის აბები უპოვეს. ორივე ქალბატონს მალაიზიის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

მოგვიანებით თურქეთიდან დაბრუნდა და სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა ბაბუცა გორდაძის მეუღლე, რომელმაც განაცხადა, რომ ორივე ქალბატონს ნარკოტიკები ისე ჩაუდო, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.მალაიზიის სასამართლომ საპროცესო გარიგების საფუძველზე როგორც კოხტაშვილს, ასევე გორდაძეს სასჯელი შეუმსუბუქა.

საბოლოოდ სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ 2016 წელს ორივე გათავისუფლდებოდნენ და სამშობლოში დაბრუნდებოდნენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2016 22:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics