მაკრონი პუტინს მოუწოდებს დამასკოზე ზეწოლა განახორციელოს სირიაში მშვიდობის დასამყარებლად

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგას მოუწოდა გამოიყენოს “მთელი თავისი გავლენა” სირიის ხელისუფლებაზე, რომ შეიარაღებული კონფლიქტი დასასრულდეს – ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო დიალოგი დღეს შედგა – “დოიჩე ველე” წერს.

მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია მოქალაქეების დაცვა, მოლაპარაკების პროცესის დაბრუნება და “ისლამური სახელმწიფოს” შეწინააღმდეგება – მაკრონმა განაცხადა პუტინთან საუბარში.

საფრანგეთის პრეზიდენტი უკანასკნელი თვეების მანძილზე სირიის კონფლიქტით აქტიურად არის დაკავებული. რამდენიმე ხნის წინ ის ქურთების დელეგაციას შეხვდა და მათ მოძრაობას მხარდაჭერა გამოუცხადა.
სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წლიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიასადის არმია აღმოსავლეთ გუტაში შეტევას ახორციელებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მე რომ გითხრათ, რომ ბიძინა ვიღაც ჭიჭიკო ბენდელიანს ურეკავს, ჭორი ხომ იქნება?