მაკრონი ირანთან ატომური შეთანხმების გაფართოვების წინადადებით გამოვიდა

ევროპელები ირანთან ატომურ შეთანხმებას არ დატოვებენ, იმიტომ, რომ ახლო აღმოსავლეთში აუცილებელია სტაბიურობის შენარჩუნება – საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა 9 მაისს. ეს სტაბილურობა კი, მაკრონის თქმით, “ყველაზე დიდი პრიორიტეტია”.
ამასთანავე, მაკრონის აზრით, აუცილებელია ირანთან შეთანხმების გაფართოვება ისეთ თემებზე, როგორიც ბალისტიკური რაკეტაა. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ღირებულია შეთანხმება აშშ-ს გარეშე, მომავალი გვიჩვენებს – განაცხადა მაკრონმა. “ვწუხვარ ამერიკის პრეზიდენტის გამო. ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და ამიტომ ჩვენ, ევროპელები დავრჩებით შეთანხმებაში… მე შევთავაზე ტრამპს ყველაფერი საბოლოოდ არ გაეუქმებინა და საბოლოოდ არ გადაეყოლებინა ბავშვი ნაბანი წყლისთვის” – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა DW-სა და ARD-თან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიირანის პარლამენტში დეპუტატებმა აშშ-ს დროშა დაწვეს
შემდეგი სტატიამოსკოვში ლატვიის საელჩოს თავს დაესხნენ