მაკკეინი: “რუსეთი საქართველოს ოკუპაციას განაგრძობს”

უწინ ღორები დაიწყებენ ფრენას, ვიდრე მინსკის შეთანხმება შესრულდებასაქართველოში რუსული პროპაგანდის გაზრდასთან დაკავშირებით ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გამოეხმაურა. სენატორის თქმით პუტინი საქართველოს ოკუპაციას განაგრძობს და ქვეყნის ტერიტორიაზე გავლენას აძლიერებს. მაკკეინის თქმით საქართველო აშშ-ის ურთიერთობაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ის ფაქტი, თუ რამდენად თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები:
„რუსეთის აგრძელებს საკუთარი ტერიტორიის გაზრდას. განაგრძობს საზღვრების გადაწევას საქართველოს ტერიტორიის შიგნით. მოახლოებულ არჩევნებს დიდი გავლენა ექნება ბევრ ფაქტორზე, მათ შორის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე. ჩვენ ველოდებით თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს და თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან. ჩვენ ვიცით, რომ პუტინი განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას და აძლიერებს გავლენას საქართველოს ტერიტორიაზე,“ – განაცხდა ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა.

banner
წინა სტატიაშიექსპრეზიდენტი რუსეთმა შეგვაჩერებინა პორტი, დააბრუნა გაზპრომი
შემდეგი სტატიამედვედევის გამოსვლისას სააკაშვილმა დარბაზი დატოვა