მახათას მთის მიმართულებით, ავტობუსები დღეს უფასოდ იმოძრავებენ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ.

დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დღეს მახათის მთის მიმართულებით, ავტობუსები 10:00-დან 15:00 საათამდე იმოძრავებენ.

მსურველებს ვარდების მოედნიდან N8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან – N3 და მეტრო „ვარკეთილიდან“ – N3 ავტობუსი მოემსახურება.

მახათას მთაზე დღეს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს.

banner
წინა სტატიაშიილია II მახათას მთაზე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს
შემდეგი სტატიაიმისთვის, რომ მიაღწიო თავისუფლებას და იყო თავისუფალი ადამიანი, საჭიროა განათლება და საკუთარი თავის გააზრება – პრეზიდენტი