მახათას მთაზე ასფალტბეტონის საფარი იგება

მახათას მთაზე მშენებარე გზაზე ასფალტბეტონის საფარი იგება. ამის შესახებ ,,თაიმერ” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. პროექტის მიხედვით, ახალ გზაზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი დაიგება, საფუძვლის წვიმისგან დასაცავად, გზის ერთ ნაწილში, რომელიც დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, გაკეთდება სანიაღვრე ქსელი, ჩაიდება მილები, მოეწყობა ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან, გზის მეორე ნაწილში კი – რკინაბეტონის კიუვეტი ჩაშენდება.

სამებისა და მახათს მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრების დამაკავშირებელ 2 კმ სიგრძის გზას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” აშენებს.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას მთასთან დააკავშირებს, არამარტო მოძრაობას განტვირთავს, არამედ, უამრავი ვიზიტორისა და ტურისტისთვის გადაადგილებას კომფორტულს გახდის. ახალი გზის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და ივნისში დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვით იმუქრება
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მიიღეს მონაწილეობას