მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია გადაარქვეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 22:59

მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია გადაარქვეს

ერთ-ერთი დიდი ხნის დიპლომატიური კონფლიქტი გადაიჭრა: მაკედონიისა და საბერძნეთის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას ჩრდილოეთ მაკედონია დაერქმევა. “ჩვენ შევთანხმდით” – საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა თქვა.
სახელწოდების შესახებ დავა ორ ქვეყანას შორის 27 წელია მიდის. საბერძნეთი ვარაუდობდა, რომ საბერძნეთის ისტორიული სახელის დატოვება მაკედონიისთვის სამომავლოდ საბერძნეთთან ტერიტორიულ დავას გამოიწვევდა. სახელწოდება, ასევე მაკედონიის ევროკავშირსა და ნატოში შესვლის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო.
ახალი დასახელება მაკედონიისა და საბერძნეთის პრემიერებმა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთანაც შეათანხმეს.
სახელწოდება ორივე ქვეყნის კანონმდებლებმა უნდა ოფიციალურად უნდა დაადასტურონ – “ბიბისი” წერს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 22:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics