მაკედონიამ მიგრანტებს საზღვარი სრულიად დაუკეტა

მაკედონიამ მიგრანტებს საზღვარი სრულიად დაუკეტა

4მაკედონიამ განაცხადა, რომ საბერძნეთიდან მიმავალ მიგრანტებს მის ტერიტორიაზე არ გაატარებს – ამდაგვარად მიგრანტების ჩრდილოეთ ევროპისკენ გზა დაიხურა.
მაკედონიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სლოვენიამ, სერბეთმა და ხორვატიამ საკუთარ საზღვრებზე კონტროლი გააძლიერა. სლოვენია საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ იმათ უშვებს, ვინც “სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ან მის ტერიტორიაზევე სურს თავშესაფრის მიღება” – “ბიბისი” წერს.
გუშინდელი მონაცემებით, რომელსაც “როიტერსი” ავრცელებს, არც ერთ მიგრანტს არ გადაულახავს საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარი, სადაც დაახლოებით 14 ათასი ლტოლვილი იმყოფება – მაკედონია საკუთარ ტერიტორიაზე მიგრანტების მხოლოდ მცირეოდენ ნაწილს მიიღებს, ძირითადად, სირიიდან და ერაყიდან

banner
წინა სტატიაშილევან გაჩეჩილაძე: მე და გიორგი ისაკაძე რაღაც ვადაში ერთმანეთს დავემშვიდობებით
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ–ს ეწვია