(video) მაკა ასათიანის ადვოკატი გოგა ხაინდრავას პროვოკაციული შეფასებების დაკეთებაში ადანაშაულებს

„მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

“მაესტროს” 25%-იანი წილის მფლობელის, მაკა ასათიანის ადვოკატი, გიორგი გვენეტაძე, გადაცემა “მაესტროს ფაქტორში” რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ადვოკატი განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ყველას აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხზე, თავისი მოსაზრება გამოთქვას.

“ეს უფლება ვრცელდება მიკერძოებული პოზიციის მქონე და არსებულ დავაში, აშკარად ტენდენციური გოგა ხაინდრავას მიმართაც, რომელიც საკუთარ თავთანაც კი წინააღმდეგობაში მოვიდა, იმ არალოგიკური დასკვნების გამო, რომელიც მაყურებელს შეთავაზა. რეალურად, ეს გადაცემა იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში “მაესტროს” სარედაქციო პოლიტიკა სრულიად დემოკრატიულია და აქ არცერთი მოსაზრება, არ იბლოკება. ვფიქრობთ, რომ ყველა ობიექტური ადამიანისთვის, ვინც ნახა აღნიშნული გადაცემა, იმთავითვე ნათელი გახდა მაკა ასათიანის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული ბრალდებების უსუსურობა, რადგან ყველაფერს აჩვენებს წლების განმავლობაში ნაკეთები საქმე და არა ცალკეული პირების პროვოკაციული ხასიათის შეფასებები”,- აღნიშნულია მაკა ასათიანის ადვოკატის განცხადებაში.

https://youtu.be/QoAS2adWXsI

banner
წინა სტატიაში10 მარტიდან ახალი შიდა ავიარეისები შესრულდება
შემდეგი სტატია“ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა