მაკა ასათიანი თბილისში დღეს ჩამოვა

მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის განცხადებით, ასათიანის ჩამოსვლა ტელეკომპანია “მაესტროს” გარშემო მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

ადვოკატი ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ტელოკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი მეწილე.

„მაკა ასათიანი შეეცდება, ბოლომდე დარჩეს კანონის ფარგლებში. ცხადია, “მაესტროსთან” დაკავშირებით ჩამოდის, თუმცა რა მოქმედებები იქნება განხორციელებული და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა გიორგი გვენეტაძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ზუგდიდში უკანონო იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზებზე მოძრაობის განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს