თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი საზღვრის დარღვევებთან დაკავშირებით სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების მონაცემებით, მაისის თვეში 19 მოქალაქე დააკავეს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო, 16 მოქალაქე კი – სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის გამო.
“დამრღვევების მიმართ პროცესუალური მოქმედებების შედეგად გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული ზომები და ჩაუტარდათ ახსნა-განმარტებები. ამის შედეგად 24 ადამიანი დაჯარიმდა, სამის მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გაძევების განაჩენით, 5 კი გაფრთხილება მისცეს” – წერია უწყების მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. უშიშროების კომიტეტი წერს, რომ რუსეთთან საზღვრის დამრღვევთა შორის იყვნენ უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები.