,,მაინტერესებს აპირებთ თუ არა ღარიბაშვილის დამოკიდებულების გაგრძელებას”- თაქთაქიშვილი პრემიერს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, თუ საქართველომ დროულად არ შეცვალა პრაქტიკა პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, ქვეყანა მალე აღმოჩნდება რუსული გავლენის სფეროში.
“ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, კარგადაა ცნობილი, რომ საქართველო ნატო-სთან და ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იმყოფება. შერჩევითი სამართალი, პოლიტიკური ანგარიშსწორება კარგად იცით, რამდენად კრიტიკულ შეფასებებს იმსახურებს დასავლელი პარტიონერებისგან. კარგად იცით, რამდენად დიდი ზიანი მიიღო საქართველოს საერთაშორისო იმიჯმა “რუსთავი 2″-თან დაკავშირებული მოვლენებით, თქვენ კარგად იცით, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ წახალისებულია ოპოზიციური პარტიის ოფისების ვანდალური დარბევის შემთხვევები, მაინტერესებს აპირებთ თუ არა ღარიბაშვილის დამოკიდებულების გაგრძელებას თუ გამოასწორებთ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას”-განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მაინტერესებს მატარებელი, რომელიც ჩინეთიდან მივიღეთ სად წავიდა მერე?”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მეც ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო