მაიკ პომპეო: რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი სახელწმიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დასრულდა. ამის შესახებ guardian-ი წერს.

ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო დღეს დანიშნულ მოსმენაზე, რომელზეც სახელმწიფო მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურა უნდა დაამტკიცონ, მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი დამოკიდებულების საჭიროებაზე ილაპარაკებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან 13 მარტს მოხსნეს. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ მის ადგილს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებდა.

banner
წინა სტატიაშიწარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები, რუსთავში ლომბარდს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის კრიზისი განიხილეს