მაიკ პენსსთან შეხვედრაზე “თბილისი მარიოტში” 2 პარტია მიწვეული არ არის

„თბილისი მერიოტში“ ხვალ საქართველოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდებიან.

საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნის შიგნით არაფორმალური მმართველობის პრობლემებზეისაუბრებს. პარტია პოსტ-საბჭოთა სივრცეში ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხსაც დააყენებს.

 

„ევროპული საქართველოდან“ მაიკ პენსთან შეხვედრას დავით ბაქრაძე დაესწრება. პარტიაში აცხადებენ, რომ განხილვის თემები არაფორმალური მმართველობა და მედია თავისუფლების საკითხები, მათ შორის „რუსთავი 2“-ის საქმე იქნება.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს გააცნობს და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში დახმარებას სთხოვს.

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე კი გეგმავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლისა და არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ესაუბროს.

ოპოზიციურ პარტიებს შორის მაიკ პენსთან ვიზიტზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიწვეული არ არის და ის ამ ფაქტს არც გაუკვირვებია.გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტზე ასევე არ დაპატიჟეს „პატრიოტთა ალიანსი“, ამის თაობაზე პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ჩვენი მთავარი სატკივარია. პირველ რიგში ხელისუფლების უმოქმედებაზე და უსუსურობაზე, წინ აღუდგეს რუსეთის მხრიან წარმოებულ ე.წ. ჰიბრიდულ ომს, ვისაუბრებთ რუსეთისა და პრორუსული და პროფაშისტური ძალების გავლენის ზრდაზე საქართველოში, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით იმ მახინჯი მმართველობის ფორმის ჩამოყალიბებას, რომელსაც უკვე ყველა მოიხსენიებს როგორც არაფორმალურ, ოლიგარქიულ მმართველობად. მწვავედ დავსვამთ კონსტიტუციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობის პრობლემას, რომელმაც განსაკუთრებით იჩინა თავი პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების შემთხვევებში, მაგალითად, „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვის პროცესში. ეს ასევე ეხება ხელისუფლების მიერ განხორციელებული ოპოზიციის პოლიტიკური დევნის პროცესში სასამართლოს უკიდურესად ცუდ როლს. არც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკიური დევნის საკითხებს დავტოვებთ უყურადღებოდ. ამ დევნაში უკვე უკრაინის ხელისუფლებაც ჩაერთო. ორივე ხელისუფლებას ერთი მიზანი ამოძრავებს: პოლიტიკური ოპონენტის, მთავარი კონკურენტის უკანონო გზით განდევნა ასპარეზიდან-განაცხადა “თაიმერთან” ინტერვიუში   საპარლამენტო ფრაქციის ”ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ .

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში(ფოტომასალა)
შემდეგი სტატიასკანდალი თეთრ სახლში: ტრამპმა სკარამუჩი მოხსნა