მაიკ პენსი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მალე საკანონმდებლო სახე ექნება

ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება და რუსეთთან ურთიერთიერთობები გვსურს, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი თავის დესტრუქციულ ქმედებებს გააუქმებს, – ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამოსვლისას მაიკ პენსმა ყურადღება გაამხვილა რუსეთის წიააღმდეგ სანქციების ამოქედებაზე.

„ჩვენი ვალდებულებების თვალსაზრისით, ჩვენი პოზიციის გაჟღერებისთვის ხაზს გავუსვამ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს აწერს სანქციებს, მას მალე საკანონმდებლო სახე ექნება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცაღა, ჩვენ გვსურს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება. ჩვენ რუსეთთან ურთიერთიობები გვსურს, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი თავის დესტრუქციულ ქმედებებს გააუქმებს. რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა გვსურს, მაგრამ ბოლო დიპლომატიური ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა, სამწუხაროდ, საწინააღმდეგოს მეტყველებს. ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობას გავაგრძელებთ და მას გავაღრმავებთ, რათა საქართველომ შეძლოს, რუსეთის აგრესიის შედეგები გადაიტანოს“, – განაცხადა პენსმა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენტიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ
შემდეგი სტატიამაიკ პენსი – რუსეთის ქმედებებს ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტსა და პრეზიდენტის მყარ პოზიციას