მაია რჩეულიშვილის ჯანრთელობის მძიმე მდგომარეობა და ფოტო საავადმყოფოდან

ცენტრ პოინტის დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის წევრების და მისი ადვოკატის თქმით მაია რჩეულიშვილს სერიოზული მკურნალობა სჭირდება, რომლის გარეშეც შესაძლოა კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამ მიზნით ოთხშაბათს, ადვოკატი სასამართლოში რჩეულიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

კურიერმა მაია რჩეულიშვილის ფოტო მოიპოვა, რომელიც ჩაფიძის კლინიკაშია გადაღებული.

როგორც რჩეულიშვილის ადვოკატი აცხადებს, ბღალდებული რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

„ასეთ მდგომარეობაში თუ მაია რჩეულიშვილი ადამიანებზე ზეწოლას მოახდენს და დანაშაულს ჩაიდენს, ეს მხოლოდ ანეგდოტური მდგომარეობაა და მეტი არაფერი. ახლა თუ მაია რჩეულიშვილი ფილტვების ასეთი დიაგნოზით ისევე გაუშვეს პატარა დახურულ საკანში, სადაც არც განიავება ხდება და არც გარეთ გაყვანა, – ეს ნიშნავს, რომ მთავრობას დღესვე გამოაქვს წინასწარ სასიკვდილო განაჩენი მაია რჩეულიშვილისთვის,“ – აცხადებს მარინე ცუცქირიძე.

იგივე მოთხოვნა აქვს მაია რჩეულიშვილის ოჯახის წევრებსაც.

„თუ არ გაითვალისწინეს და მოსამართლემაც და პროკურორმაც იარაღი უნდა დაიჭირონ ხელში და ადგილზე დახვრიტონ მაია, მეტი ალტერნატივა არ არსებობს. ჯერ ერთი რომ ექიმებიო არ დააბრუნებენ მაიას, ვერავინ აიღებს ასეთ პასუხისმგებლობას ორგანიზმში მიმდინარე მძიმე პროცესების გამო, რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანი დააბრუნოს ციხეში,“ – განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაჩხერის გამგეობაში შპს “საჩხერის დასუფთავების სამსახურის” თანამშრომლები შიმშილობენ
შემდეგი სტატია(Video) უბრალოდ მცემეს უდანაშაულო ადამიანი ქუჩაში – ჟურნალისტი გიორგი გასვიანი