მაია რჩეულიშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

ცენტრ პოინტის დამფუძნებელი პროკურატურაში მივიდა. ის საგამოძიებო ორგანოში 13:00 საათზე იყო დაბარებული. მაია რჩეულიშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.

პროკურატურაში შესვლამდე მან მედიისთვის განცხადება გააკეთა და კიდევ ერთხელ საქმის პოლიტიკურ მხარეზე გააკეთა აქცენტი.

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებელს საგამოძიებო ორგანოსთან კომპანიის მიერ დაზარალებულები ტრანსფარანტებით დახვდნენ.

დღესვე თბილსის პროკურატურაში დაბარებული იყო გუკა რჩეულიშვილი, რომელიც საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ბათუმში პროექტ მაგნოლიას მშენებლობას ეხება. სამართალდამცველებმა გუშინ ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმებოდა გუკა რჩეულიშვილის დაკავებაც.

banner
წინა სტატიაშიბაშარ ასადმა თქვა, რომ ის სუპერმენი არ არის
შემდეგი სტატია«Die Zeit»: საქართველოს დაპირება არ შეუსრულეს, ალიანსს რუსეთის გაღიზიანება არ სურს, თბილისის იმედგაცრუება კი მატულობს