მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს

კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე დაკავებული მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.

როგორც თოდუას სახელობის კლინიკაში აცხადებენ, მაია რჩეულიშვილმა გამოკვლევების ჩატარებაზე უარი თქვა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტისთვის გუშინ, გულზე გამოკვლევა უნდა ჩაეტარდებინათ და ამის შემდეგ გადაწყდებოდა, შეძლებდა თუ არა ის რაიმე სხვა ოპერაციის გადატანას.

„დადგენილი აქვს ფილტვის წარმონაქმნი, რომელიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, თუმცა მკურნალობის ამ ეტაპზე, ოპერაციამდე საჭირო იყო გამოკვლევა, რომელზეც უარი განაცხადა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღნიშნული გამოკვლევისა და შემდეგ მკურნალობის ჩატარება ესაჭიროება“, – აცხადებს კლინიკის წარმომადგენელი მაკა მაღლაკელიძე.

პროკურატურამ ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის პროცესების საავადმყოფოში ჩატარება მოითხოვა, თუმცა ადვოკატის თქმით, მაია რჩეულიშვილი ამის

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია
შემდეგი სტატიანიკა მელია: ბოკერიას გუნდი წასვლამდე ყველაფერს აფუჭებს