მაია და გუკა რჩეულიშვილები დღეს პროკურატურაში არიან დაბარებული

მთავარ პროკურატურაში დედა-შვილი მაია და გუკა რჩეულიშვილები 11:00 და 13:00 საათზე არიან დაბარებული საცხოვრებელ კომპლექს “მაგნოლიას” თაობაზე ჩვენების მისაცემად.

“თაიმერთან” საუბრისას მაია რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას, გამოცხადდება თუ არა პროკურატურაში გუკა რჩეულიშვილი.

“დღეს პროკურატურაში პირველ საათზე ვარ დაბარებული “მაგნოლიას” საკითხთან დაკავშირებით. პროკურატურაში ჩემს გარდა, გუკაც არის 11:00 საათზე დაბარებული, თუმცა მოვა თუ არა, არ ვიცი. გუშინ “მესიჯები” მივწერეთ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვნახეთ, წარმოდგენა არ მაქვს, მოვა თუ არა.

ჩვენება უნდა მივცე, შეიძლება, დამიჭირონ კიდეც, აქ მოლოდინი ყველაფრის უნდა გქონდეს”,- განაცხადა “თაიმერთან” მაია რჩეულიშვილმა.

მაია რჩეულიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის დაინტერესებაზე ამახვილებს ყურადღებას.
რჩეულიშვილი ამბობს, რომ მათ ოჯახს გადაწყვეტილი ჰქონდა მონაწილეობა მიეღოთ პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში, რაც მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. მაია რჩეულიშვილი აღნიშნულ დაკავებას ,,ქართული ოცნების“ შავი პიარის შემადგენელ ნაწილს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, ცენტრ-პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და კომპანიის გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის გარდაცვალება სავარაუდოდ მკვლელობას უკავშირდება
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო