მაია ცქიტიშვილი – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დიდი ცვლილებებია საჭირო

საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც „თაიმერს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, რამდენიმე შეკითხვა რეგიონებში წყალმომარაგების მიმართულებით არსებულ პრობლემებს ეხებოდა.

„საკმაოდ დიდი ცვლილებები არის საჭირო წყალმომარაგების კომპანიაში, როგორც საკადრო თვალსაზრისით, ისე უშუალოდ ოპერირების კუთხით. დღეს ის ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანიის მოთხოვნებს და ამ მიმართულებით ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი. ალბათ, უმჯობესი იქნება ჯერ გავმართოთ კომპანიის ფუნქციონირება მთლიანად და შემდეგ ვიფიქროთ მის პრივატიზაციაზე, კერძო და საჯარო პარტნიორობის მოდელებზე და ა.შ, ამ საკითხებზე ჩვენ ვმსჯელობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და დონორებთან ერთად და ბუნებრივია, ერთად გავაგრძელებთ მუშაობას,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწამლებზე ხელმისაწვდომობა პირველი რიგის პრობლემაა, რასაც ორი ფაქტორი განსაზღვრავს – საკუთრივ ფასი და გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ამ ქვეყანაში არ „ვაბლატავებთ“