მაია ბითაძე : სამგორის გამგებლმა საკუთარი რესურსი ამოწურა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 12, 2018 13:04

მაია ბითაძე : სამგორის გამგებლმა საკუთარი რესურსი ამოწურა

სამგორის რაიონის გამგებლის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მერის მოადგილემ. მაია ბითაძე აცხადებს, რომ დავით კერესელიძემ საკუთარი რესურსი ამოწურა.
“როგორც იცით, მაქსიმალისტური მოთხოვნაა თითოეული საჯარო მოხელისთვის, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტშია დასაქმებული. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული თითოეული ადამიანის რესურსი. გამგებელმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან ამოწურა თავისი რესურსი. იყო გარკვეული ჩამორჩენები, რის გამოც მან მიიღო ეს გადაწყვეტილება” – განაცხდა ბითაძემ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა კერესელიძის თანამდებობის დატოვება მის მიმართ წარმოებულ სასამართლო პროცესს, ბითაძე აცხადებს:
„ჯობს, ეს მერის კურატორ მოადგილეს ჰკითხოთ, ჩემთვისაც ახლა გახდა ცნობილი ამის შესახებ, თუმცა ის, რომ ჩამორჩენა ჰქონდა, ცნობილი იყო. ვსაუბრობ ჩამორჩენაზე და არა დარღვევებზე. დარღვევებს სხვა სამართლებრივ ფორმატში ვიხილავთ, ხოლო ჩამორჩენებს და წარმატებებს – სხვა ფორმატში”, – განაცხადა ბითაძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 12, 2018 13:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics