მაჰირ მამედოვი “გაზპრომთან” მოაპარაკებების წარმოებას უარყოფს

საქართველოში “სოკარის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, მაჰირ მამედოვის განცხადებით, “სოკარი” “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს, არ აწარმოებს.

მაჰირ მამედოვმა ასევე თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა იმ კითხვაზე, რომელიც “გაზპრომის” მიერ კომერციული სექტორისთვის გაზის დაბალ ფასად მიწოდებას ეხებოდა.

“ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. უკვე ვთქვი, რომ ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს და ის იმუშავებს საკითხთა ფართო წრეზე. ეს შეეხება ასევე ტექნიკური ხასიათის შესაძლებლობების გაზრდას, ასევე, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებსაც”,- განაცხადა მაჰირ მამედოვმა.

კითხვაზე რა საკითხზე მართავს “სოკარი” “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს, საქართველოში “სოკარის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ასეთ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.

“გაზპრომთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ”, – აღნიშნა მამედოვმა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრი მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
შემდეგი სტატია,,იბადება სერიოზული ეჭვი, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები კერძო ინტერესების განხორციელებას ემსახურება”