კომპანია „მაგთიკომის“ ოპტიკური ინტერნეტის მუშაობაში დღეს დილიდან შეფერხებაა.
ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების ნაწილს, დილიდან ინტერნეტი შეზღუდვით მიეწოდება, რის გამოც, გარკვეულ ქართულ ვებგვერდებზე შესვლა შეუძლებელია.
“მაგთიკომის” ინფორმაციით, ქსელში გლობალური პრობლემაა და მომხმარებელს მომსახურება უახლოეს საათებში აღუდგება.
კომპანიის განცხადებით, ტექნიკური შეფერხების აღმოფხვრის მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს.