გარდაბნის საკრებულოს ერთერთი წევრი, გურამ ჭყვიტიაშვილი, “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.
„მაგრად მუშაობთ რა, ადამიანს დაეხმარეთ ჩასვლაში ის ჯობია, რომ იღებ,“-მიმართა საკრებულოს წევრმა ჟურნალისტს.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დღეს დააფიქსირეს გამგებლები და მათი მოადგილეები, რომლებიც ერთერთ საარჩევნო უბანთან აგიტაციას ეწეოდნენ.
გარდაბანში დილიდან გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.