მაღაროელები “საქნახშირს” ახალ პირობას სთავაზობენ

ტყიბულში გაფიცული მაღაროელები მათი პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში ახალ პირობას აყენებენ და აცხადებენ, რომ ისინი დათანხმდებიან ხელფასის მხოლოდ 20%-იან მატებას თუ ადმინისტრაცია მათ ამ მოთხოვნას დაუყოვნებლივ და გარანტირებულად შეუსრულებს. განცხადება ამის შესახებ გაფიცულმა მაღაროელებმა კურიერის კორესპონდენტთან საუბრისას გააკეთეს.

ისინი უკვე მეთხუთმეტე დღეა ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით აქციებს მართავენ. მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად საქნახშირსა და მაღაროელებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

კიდევ ერთი აქცია დღეს 14:00 სააათზე ადგილობრივ გამგეობასთან გაიმართება.

banner
წინა სტატიაში,,ყველას ინტერესშია, რომ პეტრიაშვილის დაჭრის საქმე სწრაფად და ობიექტურად იყოს გამოძიებული”
შემდეგი სტატია,, EFTA-სთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ექნება”