მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიებს შორის ,,რუსთავი 2“ 80%-ით ლიდერობს – IRI-ის კვლევა

რომელია ყველაზე ყურებადი ქართული ტელეარხი? – IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 80% უპირატესობას რუსთავი 2-ს ანიჭებს, 78% აქვს ტელეკომპანია იმედს, ხოლო 45% – მაესტროს, 19% უყურებს საზოგადოებრივ მაუწყებელს და 14% – GDS-ს.
კვლევაში, რომელ საინფორმაციო გადაცემას ენდობა მოსახლეობა, აქაც ტელეკომპანია რუთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება ,,კურიერი“ ლიდერია 52%-ით. მას მოსდევს ტელეკომპანია იმედის გამოშვება ,,ქრონიკა“ 25%-ით. 7% აქვს მაესტროს ახალ ამბებს.

რაც შეეხება სატელევიზიო თოქშოუებს, გამოკითხულთა 48% ნდობას რუსთავი 2-ის თოქშოუ ,,არჩევანს“ უცხადებს, 11% აქვს ტვ იმედის ,,პოლიტიკას“.

IRI-ის ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 2016 წლის 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლის 1500 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის ცდომილება დაახლოებით 2 პროცენტია.

banner
წინა სტატიაში“დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება”
შემდეგი სტატიაყვარლის სოფელ გავაზში სტიქიას ებრძვიან