მაღალმთიან რეგიონებში საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მთის განვითარების საბჭო იმ კრიტერიუმებს განიხილავს, რა კრიტერიუმების მიხედვითაც უნდა დასახელდეს საქართველოს დასახლებული პუნქტები, რომელიც მაღალმთიან რეგიონში შევა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, დღეს მთის განვითარების ეროვნული საბჭო ასევე განიხილავს იმ სფეროებს, რა სფეროებშიც უნდა გავრცელდეს საგადასახადო შეღავათები.

„საგადასახადო და სოციალური შეღავათები კანონმა განსაზღვრა, მოგეხსენებათ, მაღალმთაინი რეგიონების განვითარების კანონი ძალაში შედის პირველი იანვრიდან. შესაბამისად დღეს მთის განვითარების საბჭო განიხილავს, კონკრეტულად იმ კრიტერიუმებს, რა კრიტერიუმების მიხედვითაც უნდა დასახელდეს საქართველოს დასახლებული პუნქტები, რომელიც მაღალმთიან რეგიონში შევა, ასევე დღეს მთის საბჭო განიხილავს იმ სფეროებს, რა სფეროებშიც უნდა გავრცელდეს საგადასახადო შეღავათები. ეკონომიკური საქმიანობა მრავალსფეროიანია, დაწყებული კვების პროდუქტების წარმოებით, დამთავრებული სამშენებლო მასალების წარმოებით. ეკონომიკური საქმიანობის სფეროებს და დასახლებებს, სადაც გავრცელდება მაღალმთიანი რეგიონის განვითარების კანონი, მთის განვითარების საბჭო ამ საკითხებს განიხილავს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება მთის მინისტრის საკითხს, ქუცნაშვილის თქმით, საკითხი დღეს არ განიხილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმაღალმთიან რეგიონებში ექიმების ხელფასი 1000 ლარზე მეტი გახდება
შემდეგი სტატიამასშტაბური დაბომბვა სირიაში – ერთი ჭურვი სკოლის ტერიტორიაზე აფეთქდა