მაღალმთიან აჭარაში გზის და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, მაღალმთიან აჭარაში ელექტროენერგია 3 ათას აბონენტს აღუდგა, ამჟამად კი ქედაში, შუახევსა და ხულოში, დენის გარეშე სულ 2 ათასი მოსახლე რჩება.

სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აჭარბებს, დაბებში დაახლოებით ნახევარი მეტრია.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა სოფლების უმეტესობა კვლავ დენის გარეშე რჩება.

“ორი დღე შუჩერებლად თოვდა, ამიტომ დაზიანებები ბევრია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ნელ-ნელა აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველგან”, – აცხადებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ადამიანს ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას ცემა დაავალეს
შემდეგი სტატიაკურტ ვოლკერი: ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან მაპის პროცესის დაჩქარებას