გადაუღებლად თოვს მაღალმთიან აჭარაში. ხულოს დაბლობში თოვლის საფარმა 15, ხოლო მაღალ სოფლებში 30 სანტიმეტრს მიაღწია. 60 სანტიმეტრია თოვლის საფარი გოდერძის უღელტეხილზე. ამ დროისთვის ელექტროენერგია დაახლოებით 25 სოფელს არ მიეწოდება. სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც შეეხება ბაღებს, საციხურის, ღურტის და კვატიის საბავშვო ბაღებში სწავლა დენის გათიშვის გამო შეჩერდა.
“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და პრობლემა დღის მეორე ნახევრისთვის ნაწილობრივ მოგვარდება.