მაგდა პაპიძის საქმის პროკურორის განცხადებით, მკვლელობის მოტივი პაპიძის მეგობარი მამაკაცი გახდა

მაგდა პაპიძის პროცესზე პროკურორმა ელენე ჩხეიძემ შესავალ სიტყვაში განსასჯელის ბრალეულობაზე ისაუბრა. პროკურორის განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა რომელიც პაპიძის დანაშაულს ადასტურებს. ჩხეიძის განცხადებით მკვლელობის მოტივი პაპიძის მეგობარი მამაკაცი ოთარ ბერძენიშვილი გახდა.

“პაპიძემ განიზრახა შვილის და ქმრის მოშორება. ბერძენიშვილთან ურთიერთობის გასამყარებლად კი შეეცადა მისგან ორსულად დარჩენილიყო. განზრახი დანაშაულის დამადასტურებელია ხელნაწერი რომელიც პაპიძეს ეკუთვნის. ნივთების ჩამონათვალი რომელიც კვალის წასაშლელად გამოიყენა პაპიძემ წინასწარ დაწერილი ჰქონდა და ზოგადად ხარჯთაღრიცხვას აწარმოებდა. ექსპერტიზებით დასტურდება პაპიხის დნმ დანაშაულის იარაღზე უროზე რომელზეც ომარ ქაფიაშვილის სისხლის კვალია აღმოჩენილი. დადასტურებულია რომ მამაშვილი ოთახშია მოკლული და გათრეულია გარეთ” – განაცხადა ჩხეიძემ და საილუსტრაციოდ ნაფიც მსაჯულებს შემთხვევის ადგილის ფოტოებიც აჩვენა.

ამ წუთებში შესავალი სიტყვით ადვოკატი მარიკა ფხალაძე გამოდის. ნაფიცებს ადვოკატმა მოუწოდა რომ არ დაიჯერონ პროკურატურის ვერსია. ბბრალდებული ყველაზე დაზარალებილია ვინაიდან მოუკლეს შვილი ქმარი და აბრალებენ მკვლელობას.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: რაც უფრო დაგვიანდება ახალი სისხლის შეტანა სასამართლო სისტემაში, მით უფრო დაგვიანდება ძირეული ცვლილება
შემდეგი სტატია”დღევანდელ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხს აგებს არა მარტო ოლიგარქის კარის სასამართლო, არამედ მინისტრთა კაბინეტი და მმართველი პარტია”