მაგდა პაპიძის საქმეზე დღეს ნაფიც მსაჯულებს შეარჩევენ

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეზე დღეს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა გაიმართება.

 

ბრალდებულმა წინა სასამართლო სხდომაზე თავად მოითხოვა, რომ ეს საქმე ნაფიცმა მსჯულებმა განიხილონ.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არა უმეტეს 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან შედგება. მაგდა პაპიძეს მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ მისი ოჯახის წევრებიც.
აღსანიშნავია, რომ ნაფიცი მსაჯული შეიძლება გახდეს პირი, თუ ის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან სიაში; თუ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი; შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.
პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი – კერძოდ: თუ იგი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი; გამომძიებელი ან პოლიციელია; ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; არის სასულიერო პირი; იგი აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა; არის ბრალდებული; ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი ჰქონდა დადებული; მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე; არის ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ან იურისტი.
banner
წინა სტატიაშითურქეთი ტერორისტების პოზიციებს ბომბავს
შემდეგი სტატიაეროს რამაზოტის და რობი უილიამსის გარდა, საქართველოში კონცერტებს ხოსე კარერასი და Maroon 5 გამართავენ