მაგდა პაპიძის მოთხოვნით სასამართლო პროცესი დაიხურა

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მოთხოვნით სასამართლო პროცესი დაიხურა.

პაპიძის განცხადებით, მისი მოთხოვნის მიზეზი მედიის მიერ პროცესების არასწორი გაშუქებაა, რაც გავლენას ახდენს მსაჯულებზე.

როგორც განსასჯელმა განაცხადა, დღეს წყდება მისი სიცოცხლის საკითხი და არავის მისცემს საშუალებას მსაჯულები მართოს.

პაპიძის თქმით, საკანში ტელევიზორი არ აქვს და უსმენს რადიოს, სადაც პრესის მიმოხილვა გადის.

მისი შეფასებით, ჟურნალისტები ადეკვატურად არ აშუქებენ იმ ფაქტებს, რაც სასამართლოშია.

“სირცხვილია, რასაც რადიოთი ვისმენ. მაგდა პაპიძე საღეჭი რეზინით გარეთაც არ სარგებლობდა არა თუ ციხეში. დავდივარ ვალიდოლით და მუხლებზე მიდევს სახარება. რაც პროცესზე ხდება იმის საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება მედიით. რასაც ისმენენ მსაჯულები. ძალიან მოაზროვნე მსაჯულები არიან სააზროვნო შეკითხვები დამისვეს გადიან გარეთ და ხვდებათ სხვა ინფორმაცია, რაც მათზე გავლენას ახდენს. რა გახდა, რომ მთავრობიდან, მედიიდან მიტევენ. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა პროცესი დაიხუროს. საქმე ეხება პირად და ინტიმურ საკითხებს. მე მოვითხოვე თავიდან მსაჯულები და მედია. არც ერთი სმს არ მაქვს დასამალი, არ მიმაჩნია, რომ ამორალური გავაკეთე რამე და არ მეთაკილება. მაგრამ მედიის გაშუქების გამო ვითხოვ დახურვას. დახურული სხდომები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობდა. ვისიამოვნე მსაჯულების კითხვებით არავის მივცემ საშუალებას მართოს ჩემი მსაჯულები”, – განაცხადა პაპიძემ.

დაცვის შუამდგომლობას პროკურორი არ დაეთანხმა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პროცესი დახურა.

ეკა გაბრიჩიძის განცხადებით, მხარეები დასკვნით სიტყვაში შესაძლოა დახურულ სხდომებზე გამოკვლეულ მასალებს შეეხონ, რითაც დაირღვევა პერსონალური მონაცემები და განსასჯელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.

მოსამართლემ სხდომა პირადი ცხოვრების უფლების არგუმენტით დახურა.

banner
წინა სტატიაშინაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
შემდეგი სტატიაავღანეთში ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრება ჩატარდა