მაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები 4 ივლისს გამოიტანენ

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები ორშაბათს გამოიტანენ.

ამის შესახებ პროკურორმა დავით ნეფარიძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, მანამდე მხარეები დასკვნით სიტყვას და რეპლიკებს იტყვიან.

დღეს დაცვის მხარის მოწმეების და მათი მტკიცებულებების გამოკვლევა ორ საათში დასრულდა. ადვოკატებს სულ ორი მოწმე ჰყავდათ. ბრალდებამ კი 60-მდე მოწმე დაჰკითხა. მათი მტკიცებულებების გამოკვლევა 3 კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორშაბათს, 4 ივლისს სათათბიროდ გასვლის შემდეგ, ვერდიქტი პირველ 3 საათში ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი 12-დან ერთი მაინც არ დაეთანხმება, ვერდიქტს ვერ მიიღებენ, ვინაიდან ყველა ნაფიცი მსაჯული თანახმა უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლე მათ 6-საათიან დამატებით დროს მისცემს, რა დროშიც მინიმუმ 8 მსაჯული ერთ აზრზე უნდა იყოს. თუკი 6 საათიან ვადაშიც ვერ მიიღეს ვერდიქტი, მოსამართლე 3 საათს დაუმატებს. დროის ამ მონაკვეთშიც მინიმუმ 8 მსაჯულის ხმაა საჭირო. თუკი ამ დროშიც ვერ მიიღეს ვერდიქტი, მოსამართლე გონივრულ ვადას მისცემს, რომელიც პრაქტიკის მიხედვით 1-საათიანია. თუ ამის შემდეგ ვერ მოხერხდა ვერდიქტის მიღება, მსაჯულებს მოსამართლე დაითხოვს და ახალი შემადგენლობა შეირჩევა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: სომეხმა კოლეგებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, შეერჩიათ დელეგატები, რომლებსაც ჩვენი კანონი დარღვეული არ ჰქონდათ