მაგდა პაპიძეს სასამართლოზე მოკლული მამა-შვილის ფოტოები აჩვენეს

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს მოწმეთა დაკითხვით განახლდა. დღეს მოწმის სახით დაიკითხა , პოლიციის დეპარტამენტის დეტექტიური სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელიპაატა ნოზაძე.

გამომძიებელმა დეტალურად გაიხსენა მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი დეტალები.

ნოზაძის თქმით, მან 20 დეკემბერს კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებთან, ექსპერტ კრიმინალისტებთან და სამედიცონო ექსპერტთან ერთადერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი.

როგორც გამომძიებელმა აღნიშნა შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერება მესაკუთრის, დარეჯან მინდიკაურის თანხმობით მოხდა.

გამომძიებლის თქმით, ომარ ქაფიაშვილის ფეხსაცმელები მანქანაში იპოვეს. მანქანაში ნახეს ასევე იარაღი და ავტომანქანის გასაღები. მანქანის სავარძელზე აღმოჩენილია ლაქა, წინა მარცხენა სავარძელზე აღმოჩენილია ბავშვის ფეხსაცმელი. მანქანის წინა სავარძელი უკან იყო გადაწეული. მანქანის მარჯვენა საბურავზე ასევე აღმოჩენილია სისხლის ლაქა.

რაც შეეხება ოთახს, სადაც გამოძიების ინფორმაციით ახალგაზრდა ქალმა მკვლელობა ჩაიდინა, როგორც ნოზაძემ აღნიშნა, იქ მდგომი მაგიდის ქვეშ აღმოჩენილია მოკლული ომარ ქაფიაშვილის სისხლი. გამომძიებლის თქმით, როგორც ჩანს, მოწმენდის შედეგად სისხლი ზოლად დარჩა მაგიდის ქვეშ. აღნიშნული მაგიდა იდგა დივნის წინ. სისხლის ლაქა აღმოჩენილი იქნა მაგიდის ქვედა თაროზეც.

გამომძიებლის განცხადებით, საწოლზე თეთრეული ახალი გამოცვლილი იყო.

პროცესზე შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები წარადგინეს, მათ შორის გვამების, ფაქტმა სასამარრთლოში ხმაური გამოიწვია.

მკვლელობაში ბრალდებულს ფოტოებისთვის არ შეუხედავს, რასაც ომარ ქაფიაშვილის დედის რეპლიკა მოჰყვა: ” აწიე თავი, დეგენერატო, დაინახე”.

რამდენიმე წუთში მაგდა პაპიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასამართლომ შესვენება გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ტერორისტი-თვითმკვლელი დააკავეს
შემდეგი სტატიაIsfed პირად კადრებზე: არაეფექტურმა გამოძიებამ შანტაჟის რეალური საფრთხე შექმნა