“მაგდა პაპიძეს, მკვლელობის ღამეს, ხელები გადატყავებული და სისხლიანი ჰქონდა”

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის მეზობლის ჩვენებით, მაგდას ოთახიდან სისხლის გაწმენდილი კვალი დერეფანში მთელს სიგრძეზე იყო.
ნანა ტუხაშვილის ჩვენებით, მოწმენდილი სისხლის კვალის გარდა ოთახში კედელზე სისხლის ლაქებიც იყო.

“როდესაც გარდაცვლილები მოასვენეს, მოვარდა მაგდას და, ლანა, ასეთი სიტყვებით -“ლილი, რასაც ვფიქრობ ეგ არისო, მაგდამ დახოცაო?” – კიიო, ლილიმ უთხრა. არ ვაცოცხლებო, ჩემი ხელით დავწვავო, – ასე თქვა ლანამ”,-განაცხადა მოწმემ, რომელმაც 19 დეკემბრის საღამოს დეტალებიც გაიხსენა. “სამსახურიდან სახლში საღამოს 7 საათზე მივედი, დერეფანში მაგდა შემხვდა. კარადა ჰქონდა გახსნილი, რომ დამინახა შეცბა, თვალები გაუფართოვდა. მე ვთხოვე თმები შეეღება ჩემთვის, არაა პრობლემაო, რომ ველაპარაკებოდი სხვაგან იყო ფიქრებით. კარადის კარი დახურა და სარეცხის თოკთან მივიდა, შემდეგ თავის ოთახში შევიდა. ცოტა ხანში სმს მივწერე, მაგდა თმას შემიღებავ-თქო. არ მომწერა, მერე დავურეკე და არ მიპასუხა, გამითიშა, მომწერა სმს, რომ სახლში არ ვარ და 1 საათში დავბრუნდები და შეგიღებავო. ათისნახევარზე მივედი მაგდას კართან და დავაკაკუნე, არავინ გამიღო. გამიკვირდა, კაკუნზე ყოველთვის თორნიკე მორბოდა ხოლმე. შემდეგ მაგდას დედამთილის დარეჯანის ოთახში შევედი, დარეჯანმა მითხრა სარეცხი შემოიტანა და გავიდაო, ალბათ დაიძინაო. 11 საათისთვის გავიგე მაგდას კარის ხმა, მაგრამ -ვიფიქრე, ახლა გვიანია და დავიძინებ-თქო. ოთხისნახევარზე კივილმა გამაღვიძა, დამხვდა საშინელი ფაქტი. ომარი ეგდო ძირს სისხლიანი და დარეჯანი იყო ზედ დამხობილი. მაგდა არც თორნიკეს და არც ომარის ცხედართან არ მისულა”,- განაცხადა მოწმემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ახალდაბის გზაზე მცირე მეწყერი ჩამოვიდა
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” ვაკის რაიონში დეპუტატობის კანდიდატად პეტრე ცისკარიშვილი წარადგინა