მაგდა პაპიძე: რამდენიმე თვე ტანსაცმელი არ გამომიცვლია, შვილი სულ მკერდზე მეწვა

სასამართლო პროცესზე, შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ შესავალ სიტყვაში ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა. ბარლდებულის განცხადებით, რომ არ ცხვენოდეს, ნაფიც მსაჯულებს იმ დაზიანებებს აჩვენებდა, რომელიც სხეულზე დღემდე აღენიშნება.

“გავიხსნიდი, რომ არ მრცხვენოდეს და გაჩვენებდით დაზიანებებს ჩემს მუცელზე. არცერთი მოწმე არ დაიკითხა იმ ძალადობაზე, რომელიც ჩემს მიმართ დაკავების შემდეგ განხორციელდა. არ ჩაატარეს ვიზუალური ამოცნობა. ყველა დაზიანებამ გამიარა, მაგრამ მუცელზე დაზიანებამ არა. რა ჩვენებები დაწერეს, არ ვიცი. მაშინ ყველაფერს მიაღწიეს. ზედ დამახიეს ქურთუკი, ბოლოს, რომ დაინახეს ინსულინი გაჩერდნენ. ვიდრე არ იქნება გამოძიებული ეს ძალადობა, რა სამართალზე დედაშვილობაზე და სიყვარულზე ლაპარაკობენ”,- განაცხადა პაპიძემ, რომელმაც შესავალი სიტყვა დედაშვილობაზე ლაპარაკით დაიწყო.

პაპიძის თქმით,მისი შვილი თორნიკე ქაფიაშვილი დღენაკლული დაიბადა, წონით 2. 600 და ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.

„რამდენიმე თვე ტანსაცმელი არ გამომიცვლია, სულ მკერდზე მეწვა. ასე მოვაძლიერე. ყველანაირად ხელს ვუწყობდი, დიდი ინვესტიცია ჩავდე თორნიკეში ცეკვავდა, მღეროდა, ჰქონდა საბავშვო ბიბლიოთეკა”, – განაცხადა პაპიძემ.

ბრალდებულმა მეუღლეც დადებითად დაახასიათა. “ომარი იყო იდეალური მეუღლე. მუშაობდა, 1000 ლარი ჰქონდა ხელფასი. 500 ლარი ბანკში შეგვქონდა. ორი ავარია მოუხდა, რის გამოც ვალები დაგვედო. 500 ლარს და ჩემს ხელფასს თვიდან თვემდე ვანაწილებდით”, – განაცხადა პაპიძემ.

ბრალდებულმა კომენტარი გააკეთა პროკურორის მიერ წარდგენილ მის ფოტოებთან დაკავშირებითაც და განმარტა, რომ ვულგარული ფოტოები მეუღლემ გადაუღო.

“სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი და ასეთ ფოტოებს ვიღებდი სამსახურის გამო და არა მეგობარი მამაკაცის გასაჩენად“, – განაცხადა ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს.

მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი 13 ივნისს პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას თქმით, სტიქიის დროს დაზიანებულ ავტომანქანებზე 880 291 ლარი გაიცა
შემდეგი სტატიამედია “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურის, ალ-ბაღდადის დაჭრაზე საუბრობს