მაგდა პაპიძე ჩვენებას დახურულ სასამართლო სხდომაზე მისცემს

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის ჩვენების ნაწილში სასამართლო სხდომის დახურვა პროკურატურამ მოითხოვა.

პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, დაკითხვისას ისინი შეკითხვებს გააჟღერებდნენ როგორც დახურული ისე საჯარო სხდომებიდან გამომდინარე.

“ბრალდებულს ვთავაზობთ, თუ სურვილი აქვს დახურულ სხდომაზე მისცეს ჩვენება. აუცილებლად დავსვავთ დახურულ სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე კითხვით. ეს იქნება პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ორსულობის შეწყვეტაზე, სექსუალური საკითხები და პირადი მიმოწერა. დაისმება კითხვები, როგორც პაპიძეზე ასევე მეორე მხარეზე და შესაძლოა მათი პირადი ინტერესები დაზარალდეს”, – განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.

მაგდა პაპიძე ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, დახურულ პროცესზე ჩვენების მიცემას დაეთანხმა.
პროკურორმა დახურულ სხდომაზე მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლის დარეჯან მინდიკაურის დასწრება მოითხოვა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პაპიძის დაკითხვა დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: უნდა ვისწავლოთ, რომ საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები არის სირცხვილი