თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტთა ნაწილმა „პირაკრულთა აქცია” გამართა.
პროტესტის ნიშნად, პირზე “ლენტები” აიკრეს. ისინი სასამართლოსგან კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანას მოითხოვდნენ. როგორც ჟურნალისტებმა განაცხადეს, ამ დრომდე ლოგოს და სახელის გარეშე მაუწყებლობენ.
აქციაში მონაწილეობა ბაია გადაბაძემ, მამუკა ღლონტმა და ბაჩო კიკაბიძემაც მიიღეს.